вторник, 11 декабря 2018 г.

სნიკერსის ნამცხვარი

მასალა:
ცომისთვის :
  • 6ცალი კვერცხის გული 
  • 1,5 ჭიქა შაქარი
  • 250 გრ მარგარინი 
  • 1 ჩ.კ სოდა + ლიმნის წვენი
  • ვანილი
  • 3 ჭიქა ფქვილი
კრემისთვის:
  • 200 გრ კარაქი 200გრ
  • 1 ქილა მოხარშული ზგუშონი
  • 100-200გრ მიწის თხილი ან ნიგოზი
მომზადება:
ცომის:
6კვერცხის გული ავთქვიფოთ 1,5ჭ შაქართან ერთად. დავამატოთ 250გრ დარბილებული მარგარინი, 1ს/კ მაიონეზი, 1ჩ/კ სოდა+ლიმნის წვენი, ვანილი, 3ჭიქა ფქვილი, მოვზილოთ ფუმფულა ცომი, გავყოთ სამ დაწილად და შევდოთ მაცივარში ნახევარი საათით. ამ დროს მოვამზადოთ ცილოვანი მასა: 6კვერცხის ცილა, შაქარი 1ჭ , 6კვერცხის ცილა ავთქვიფოთ მაგარ ღრუბლის კონსისტენციამდე, თან სულ ვამატოთ 2ს/კ შაქარი . ავიღოთ ცომის 1ნაწილი, ხელებით გავაბრტყელოთ ჟარონაზე წავუსვათ ცილის 1/3, ამოვუსვათ კოვზი ისე რომ მივიღოთ ტალღოვანი ზედაპირი.გამოვაცხოთ 160გრადუსზე. ასევე მოვიქცეთ დანარჩენ ცომთან. უნდა გამოვიდეს სამი ბისკვიტი. ეს უკვე გამომცხვარი ბისკვიტი.
კრემი:
200გრ კარაქი ავთქვიფოთ ერთ ქილა მოხარშულ ზგუშონთან ერთად. კრემის ერთი ნაწილი წავუსვათ პირველ ბისკვიტს, მოვაყაროთ 1ს/კ მოხალული და დაჭრილი ნიგოზი ან მიწის თხილი. ასევე მოვიქცეთ მეორე ბისკვიტის შემთხვევაში. მესამე ბისკვიტს მოვასხათ გლაზური ქაოტურად და მოვაყაროთ თხილი ან ნიგოზი. სასურველია ტორტი ერთი ღამით გააჩეროთ მაცივარში

ტორტ შოკოლად

რვა კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრებამდე; თანდათან დავუმატოთ 2 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი და კვლავ ვთქვიფოთ. შემდეგ სათითაოდ შევათქვიფოთ კვერცხის გულები, 1 ჩაის ჭიქა ფქვილი. ყალიბში ჩავაფინოთ პერგამენტის ქაღალდი, წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ცოტა წმინდად დაფქვილი ორცხობილა, ჩავასხათ ბისკვიტის ცომი და შევდგათ ღუმელში გამოსაცხობად (დაბალ ცეცხლზე). როცა გამოცხვება, ბისკვიტი გავჭრათ შუაზე, დავნამოთ, წავუსვათ შოკოლადის კრემი, დავაფაროთ მეორე ნახევარი, ზემოდან წავუსვათ კრემი და მოვრთოთ სპეციალური მოსართავით. გვერდებზეც წავუსვათ კრემი და მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი.

შოკოლადის კრემი მოვამზადოთ შემდეგნაირად:
1 ჩაის ჭიქა შაქრის პუდრს შევურიოთ 50 გრამი კაკაოს ფხვნილი, დავასხათ 0.5 ჩაის ჭიქა მდუღარე რძე და თან კარგად ვურიოთ.
300 გრამი კარაქი ავზილოთ, გავთქვიფოთ გათეთრებამდე და ცოტ-ცოტა შევათქვიფოთ რძისა და კაკაოს ფხვნილის ნარევი. ვთქვიფოთ კარგად, სანამ არ მივირებთ ჰაეროვან მასას.

მასალა:
კვერცხი-8 ცალი
შაქრის ფხვნილი-2 ჩაის ჭიქა
შაქრის პუდრი-1 ჩაის ჭიქა
ფქვილი-1 ჩაის ჭიქა
კარაქი-300 გრამი
კაკაოს ფხვნილი-50 გრამი
რძე-0, 5 ჩაის ჭიქა

რაფაელოს რეცეფტი

შემადგენლობა:


  • 1 ქილა შედედებული რძე
  • 50 გრ მოხალული თხილი
  • 300 გრ ქოქოსის ფხვნილი  :


  • მომზადება:300 გრ. ქოქოსის ფხვნილში ავურიოთ 1 ქილა შედედებული რძე. ამოვიყვანოთ პატარა ბურთები, ამ ბურთებში მოვათავსოთ თითო ნუში.. მივცეთ ისევ ბურთების ფორმა და მშრალ, ქოქოსის ფხვნილის ფანტელებში გავაგოროთ.. მომზადებული ბურთები 4 საათით გავაჩეროთ მაცივარში.

ეს არის ჩემი პირველი ჩანაწერი ბლოგზე

ეს ბლოგი განკუთვნილია ადამიანებისთვის რომლებსაც უყვართ სამზარეულოში ფუსფუსი და სხვადასხვა ტიპის ტკბიულეულის მომზადება.

მე შევცვედი წარმოადგინოთ საკუთარი გამოცდილებით შექმნილი ტკბიულეული.